“საბურთალოში’ მატებაა

0
6
მოლდოვის ნაკრების ცენტრალური მცველი ვიქტორ მუდრაკი “საბურთალოში” ითამაშებს. ახალწვეულმა დედაქალაქურ კლუბში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელარუსის პრემიერ ლიგის კლუბ “სლავია-მოზირში” თამაშობდა.
კიდევ ერთი ახალწვეული 23 წლის დმიტრი მანდრიჩენკოა. მოლდოველი ცენტრალური ნახევარმცველი უკვე გუნდს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. დმიტრი ბოლოს მოლდოვის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან “SFÎNTUL GHEORGHE”-ში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩში გატანილი 6 გოლია.
18 წლის ნიგერიელი ოგაგა ოდუკო “საბურთალოსთან” ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისი მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამპლუით მარცხენა მცველს ნიგერიის 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია.