ორი ახალწვეული თბილისის “დინამოში”

0
12
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონის, თბილისის “დინამოს” რიგებში გარემარბი – ლევან წოწონავა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი მარტვილის “მერანის” აღზრდილია და დასრულებულ სეზონში სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა. ლევან წოწონავამ ახალ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“დინამოს” შემადგენლობაში ჰოლანდიელი მარჯვენა ფლანგელი – ფაბიან სპორკსლეიდი იასპარეზებს. 27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის “აიაქსის” აღზრდილია და კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. ცოტა ხნით ვილემ II-სა და “ლუპა კასტელიში” ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი “ბრედას” და ბოლოს “ვალვაიკის” ღირსებას იცავდა. ფეხბურთელსა და “დინამოს” შორის ასევე ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.