ჟოან ლაპორტა: “VAR “რეალს” ეხმარება”

0
10

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა საინტერესო კომენტარს აკეთებს: “ნებისმიერი გულშემატკივარი შენიშნავს, რომ VAR-ს “რეალის” სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს და ამ კლუბს მხარს უჭერს.
მნიშვნელოვანი მიღწევები მოგვენატრა, მით უმეტეს მაშინ, როცა აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი ასპარეზობს.
ჩვენ ჩემპიონთა ლიგა კვლავ უნდა მოვიგოთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ ტურნირზე “ბარსას” რეპუტაციას აღვადგენთ. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, “რეალმა” ეს ვერ მოახერხა”.
ლაპორტა 24 იანვარს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ჟოანი აღნიშნულ თანამდებობას 2003-2010 წლებში იკავებდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიც შექმნა.