ტუხელი პოჩეტინომ შეცვალა

0
17

“პარი სენ-ჟერმენს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მაურისიო პოჩეტინოა. თანამდებობიდან გათავისუფლებული ტომას ტუხელის შემცვლელი უკვე საფრანგეთის დედაქალაქშია, კონტრაქტი გაფორმდა და პსჟ-მ ახალი მწვრთნელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.