შერმადინმა რეალს 18 ქულა ჩაუგდო

0
13

გიორგი შერმადინის ტენერიფე იბეროსტრმა 2021 წლის პირველი მატჩი გამართა. ეს გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა, რომელშიც ტენერიფემ მადრიდის რეალს უმასპინძლა და ბრძოლაში – 85:92 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:15 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. გიორგიმ 14-დან 8-ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 25 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის ტენერიფელთაგან საუკეთესო იყო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი რეალის ცენტრი ვალტერ ტავარეში გახდა, რომელმაც 12 ქულა, 13 მოხსნა და სარბელიანობის 29 ერთეული დააგროვა.

ტენერიფე მომდევნო მატჩს ფიბას ჩემპიონთა ლიგაში, იტალიური სასარის წინააღმდეგ გამართავს.