ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია

0
7

ბორჯღალოსნების ექსკაპიტანი ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია.
გადადებული არჩევნები დღეს თბილისის ‘ლოკომოტივის’ სარაგბო ბაზაზე გაიმართა და მასზე 20 კლუბის წარმომადგენელი გამოცხადდა, რომელთა ხმების საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენდა.
არჩევნებზე გამოცხადდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ‘გორდას’, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა.
კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს.
„ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ბზარი, რომელიც ბოლო დროს რაგბში გაჩნდა და მზად ვართ თანამშრომლობისთის ყველასთან, რადგან თქვენი გვერდში დგომის გარეშე ქართული რაგბი წინ ვერ წავა“ – განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აბუსერიძემ.
პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მოხდა გამგეობის წევრების არჩევა, რომელიც ასე გამოიყურება:
მამუკა ნამიჩეიშვილი, ალექსანდრე საკანდელიძე, გიორგი ქოპილაშვილი, დავით კაკაბაძე, კახა მხეიძე, სოსო მაისურაძე, ბობა კვინიხიძე, გოჩა სვანიძე, გიორგი სოსელია, გივი ჩხარტიშვილი.