კარლეს პუიოლი: “მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

0
8

“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კატალონელთა სათაყვანებელი გუნდის არგენტინელ თავდამსხმელზე ლეო მესიზე ისაუბრა: “თუ მკითხავთ ვინ არის მაიკლ ჯორდანი გეტყვით, რომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია და იგივე სტატუსი აქვს მესის – ლეო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
“მესმის, “რეალის” გულშემატკივრები შეიძლება სხვანაირად ფიქრობდნენ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსა” და მესი ტიტულების მოგებას გააგრძელებენ”.
პუიოლმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, თუ კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს არგენტინელი ვარსკვლავი უმაღლეს დონეზე:
“მესი 33 წლისაა და თავს უფრთხილდება. ის მოტივირებული და მიზანსწრაფულია და ვფიქრობ, კიდევ აქვს სამი თუ ოთხი წელიწადი, რომ ასეთსავე დონეზე ითამაშოს. ამისთვის, ლეომ თავიდან უნდა აირიდოს სერიოზული ტრავმები, გააგრძელოს შემართებით ვარჯიში და თამაში, სრულყოფისკენ სწრაფვა.
ასეთი სიმაღლეების მისაღწევად ტალანტია საჭირო, მაგრამ ასევე აუცილებელია შრომა და თავდადება, სწავლის წყურვილი და მოტივაცია მუდმივად ახლის მისაღწევად. ლეოს თავიდანვე ეტყობოდა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ისინიც კი, რომლებსაც მისი წარმატების ყველაზე მეტად სწამდათ, ვერ წარმოიდგენდნენ, ამდენს თუ მიაღწევდა”.