შოთა არველაძის მეხუთე ტიტული უზბეკეთში

0
17

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” უზბეკეთის თასი მოიგო და 2020 წელი დუბლით დაასრულა. ტაშკენტის გუნდი ფინალში ელგუჯა გრიგალაშვილისა და მათე ვაწაძის აგმკ-ს შეხვდა, 3:0 იმარჯვა და უზბეკეთის თასი მეცამეტედ მოიპოვა, შოთა არველაძემ კი ეს ტიტული გუნდს მიჯრით მეორედ მოაგებინა.
არველაძემ „ფახთაქორს“ წლეულს უზბეკეთის ჩემპიონობა ასევე ზედიზედ მეორედ მოაგებინა. თუ  შუა აზიის ქვეყნის ლიგის თასსაც გავითვალისწინებთ, შოთას უზბეკურ კარიერაში ხუთი ტიტული აქვს მოგებული.