მესი პელეს გაუთანაბრდა

0
12

“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლეო მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა. მესიმ “ბარსას” რიგებში გამოსვლისას 643 გოლი გაიტანა და ერთი კლუბის მაისურათი გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიელ პელეს გაუთანაბრდა.
ეს “ვალენსიასთან” “კამპ ნოუზე” ჩატარებული მატჩის მსვლელობისას მოხდა, შეხვედრა კი ფრედ 2:2 დასრულდა.
ლეო მესი “ბარსელონაში” 2004 წელს გამოჩნდა და კატალონელებთან ერთად 34 ტიტული მოიგო.„ფეხბურთის მეფედ“ წოდებულ ედსონ არანტეს დუშ ნასიმეტუს (პელე) რაც შეეხებს, 1956-74 წლებში „სანტოსის“ ღირსებას იცავდა, ფენომენალური საფეხბურთო კარიერის ბოლო ორი სეზონი კი ნიუ იორკის „კოსმოსში“ გაატარა.