სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

0
12

სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. Big East-ის კონფერენციის მეორე ტურის შეხვედრაში “სეტონ ჰოლი” სტუმრად “მარკეტს” შეხვდა და 70:63 იმარჯვა. შესაბამისად, 2-დან 2 მოგებით მამუკელაშვილის გუნდი ცნობილ “ვილანოვასთან” ერთად NCAA-ის ერთ-ერთ უმძლავრეს კონფერენციას ლიდერობს.
ქართველი ფორვარდი, რომელმაც წინა შეხვედრაში მითვლილი 32 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მამუკელაშვილს ამჯერად პირადი რეკორდისთვის არ შეუტევია, თუმცა მწირექულიან მატჩში მოპოვებული 17 ქულით ბომბარდირი გახდა. სანდრომ 39 წუთი ითამაშა და 12-დან 5 ოქრულიანი, 4-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სანდრომ ამჯერად პირადი რეკორდი მაინც დაამყარა. ქართველმა ფორვარდმა 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჯამში მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა. მის კვალზე სეტონ ჰოლში 16 ქულით ჯარედ როდენი გამოირჩა, 11-11 ქულა კი მაილს ქეილმა და შავარ რეინოლდსმა მიითვალეს.
მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციის მორიგ მატჩს 21 დეკემბერს, შინ “პროვიდენსთან” გამართვს.