ლევანდოვსკი საუკეთესოა!

0
12

მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ბომბარდირმა Best FIFA Football Awards მოიგო – გამოკითხულმა ნაკრები გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და გულშემატკივრებმა მას ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე მეტი ხმა მისცეს.
ფავორიტად ლევანდოვსკი მიიჩნეოდა, რომლის ბაიერნმაც წინა სეზონში ყველა ტიტული მოიგო.
შოუს დაწყებამდე პუბლიკას ონლაინ რეჟიმში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მიმართა, რომელმაც 2020 წელს რთული და განსაკუთრებული უწოდა. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ორი ლეგენდის, არგენტინელი დიეგო არმანდო მარადონასა და იტალიელი პაოლო როსის გარდაცვალება.
ფიფას “ფეარ პლეის” პრიზი 17 წლის იტალიელმა მატია აგნეზემ მიიღო, რომელმაც თანაგუნდელის, მატეო ბრიანოს სიცოცხლე იხსნა.

FIFA FIFPRO Men’s World11
ალისონ ბეკერი – ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, ვირხილ ვან დეიკი, სერხიო რამოსი, ალფონსო დევისი – იოზუა კიმიხი, კევინ დე ბრუინე, ტიაგო ალკანტარა – ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ
საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
ფინალურ სამეულში იყვნენ: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)
საუკეთესო მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
ფინალურ სამეულში იყვნენ: ალისონი (ლივერპული), იან ობლაკი (ატლეტიკო)
საუკეთესო მწვრთნელი: იურგენ კლოპი (ლივერპული)
ფინალურ სამეულში იყვნენ: მარსელო ბიელსა (ლიდსი), ჰანსი ფლიკი (ბაიერნი)
პუშკაშის სახელობის პრიზი (წლის ულამაზესი გოლი): სონი (ტოტენჰემი)