გამგეობის გადაწყვეტილება – საერთო კრების თარიღი და ადგილი ცნობილია

0
7

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა) 30 დეკემბერს, თბილისში, “ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე” გაიმართება.
ყრილობა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო 13 საათზე დაიწყება.
დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა და შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცედურა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლაშა (ბაჩო) ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე.

რაგბის_კავშირის_გამგეობის_ 2020_წლის_16_დეკემბრის_სხდომის ოქმი