შენგელია ევროლიგის ლიდერია

0
15

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეცამეტე მატჩი გამართა და მე-11 გამარჯვება მოიპოვა. მოსკოველებმა სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლეს და 100:65 სძლიეს.
თორნიკეს გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით მოიგო, რის შედეგაც თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვია და მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 17 წუთში 8 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი მოაგროვა. იგი მეტსაც ითამაშებდა ხუთი ფოლი რომ არ მიეღო.
ცსკა-ს ევროლიგაზე 11 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. მას ერთი მოგებითა და ერთი მატჩით ჩამორჩება „ბარსელონა“.
ევროლიგაზე თორნიკეს გუნდი 18 დეკემბერს ითამაშებს, მისი მოწინააღმდეგე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ იქნება.