მამუკელაშვილი Big East-ის კვირის სიმბოლურ ხუთეულში ზედიზედ მეორედ მოხვდა

0
13

სტუდენტური ლიგის BIG EAST-ის კონფერენციამ კვირის ნომინანტები დაასახელა. 21 წლის სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავს, კვირის სიმბოლურ ნაკრებში, BIG EAST Honor Roll-ში მოხვდა, რაც ქართველი ფორვარდის ზედიზედ მეორე აღიარებაა.  ის წინა კვირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.
“ჩააგდო კარიერის საუკეთესო, 32 ქულა, სენტ ჯონსთან მოგებულ მატჩში მის ანგარიშზე 9 მოხსნაცაა. კვირის ორ მატჩში საშუალოდ 19 ქულასა და 7 მოხსნას აკეთებდა, სეტონ ჰოლმა ორივე თამაში მოიგო”, – წერს კონფერენციის ოფიციალური საიტი.
რაც შეეხება კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშეს, ის დევიდ დიუკი (პროვიდენსი) გახდა.
BIG EAST Honor Roll ხუთეული ასე გამოიყურებაკოლინ გილესპი (ვილანოვა), დენზელ მაჰოუნი (კრეიტონი), ჯამორკო პიკეტი (ჯორჯთაუნი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), ზაკ ფრიმენტლი (ქსავიერი).