მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

0
6

2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს დიდი ალბათობით იმავე მეტოქეებთან მოუწევთ თამაში, რომელთაც 2019 წლის მსოფლიოზე იაპონიაში ეთამაშა.

პარიზში გამართულ კენჭისყრისას ევროპა1, ანუ 2021/2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გ ჯგუფში (Pool C) უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ითამაშებს. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საფრანგეთის საგზური ურუგვაიმ მიიღო, ზუსტად ისეთივე ჯგუფში ვიქნებით, როგორშიც შარშან ვიყავით.

თეორიულად თუ საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორი წლის ჯამში მეორე ადგილზე დაასრულებს და ამ შემთხვევაში ბ (Pool B) ჯგუფში მეტოქეებად სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია და აზია-წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული იქნება.

რომ კენჭისყრის შედეგად ა (Pool A) ჯგუფში ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა1 და აფრიკა1, ხოლო დ (Pool D) ჯგუფში ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი1 და ამერიკა2 ითამაშებენ.