ბექა ბურჯანაძის MVP-ს ტიტული

0
11

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ფუენლაბრადას 87:71 სძლია, 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ბურჯანაძემ მოედანზე 23:34 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა სამიდან ერთი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად შვიდჯერ დაჯარიმდნენ. ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.