ნეიმარის მძიმე ტრავმა – ბრაზილიელისთვის სეზონი დასრულდა

0
10

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტური “პარი სენ ჟერმენისთვის” საშინელი გამოდგა. ტომას ტუხელის გუნდმა საშინაო “პარკ დე პრენსზე” “ლიონთან” 0:1 წააგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაეშვა.
ამასთან, პსჟ-ს ნეიმარი დაუშავდა – ბრაზილიელისთვის სეზონი დასრულდა. “ლიონის” ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა ნეიმარის წინააღმდეგ იუხეშა და სამხრეთამერიკელი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.
გავრცელდა ცნობა, რომ ნეიმარს ტერფი აქვს მოტეხილი…