ბენზემამ რობერტო კარლოსს გაასწრო

0
9

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის ,,რეალმა” თანაქალაქელ ,,ატლეტიკოს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩში 90 წუთი ითამაშა “ბლანკოსის” ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ.
ბენზემამ ,,სამეფო გუნდის” მაისურით 528-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ,,რეალის” ლეგიონერ ფეხბურთელებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
32 წლის ფორვარდმა ბრაზილიელ რობერტო კარლოსს გადაუსწრო, რომელსაც მადრიდულ გრანდში 527 მატჩი აქვს გამართული.