კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი თბილისის დინამოს ჩემპიონობით დასრულდა!

0
27

თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩში, დინამო არენაზე თბილისის მერანს უმასპინძლა და მეტოქე დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე – 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში, 25-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დინამოელთა ცხრიანმა, 77-ე წუთზე კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა, დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით, თბილისის დინამომ საჩემპიონო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ წელს, 2019 წლის სეზონში გამარჯვებით, ჩისკო მუნიოსის გუნდმა, ტიტული 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ჯამში, თბილისელებს 31-ე სეზონში გამარჯვებით 18 საჩემპიონო ტიტული დაუგროვდათ.
თბილისის დინამოელებს ჩემპიონის ფარი და ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა გადასცა.

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები
1. დინამო თბ დინამო თბ 18 12 4 2 33 9 24 40
2. დინამო ბთ დინამო ბთ 18 10 6 2 29 14 15 36
3. დილა დილა 18 8 6 4 29 17 12 30
4. ლოკომოტივი ლოკომოტივი 18 8 5 5 30 23 7 29
5. საბურთალო საბურთალო 18 7 6 5 28 21 7 27
6. თელავი თელავი 18 4 12 2 21 14 7 24
7. სამტრედია სამტრედია 18 5 4 9 14 23 -9 19
8. ტორპედო ტორპედო 18 4 5 9 17 30 -13 17
9. ჩიხურა ჩიხურა 18 3 4 11 18 40 -22 13
10. მერანი თბ მერანი თბ 18 0 6 12 6 34 -28 6