ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.
სამ ფინალისტს შორის რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) და ლეო მესი (ბარსელონა) მოხვდნენ.
გამარჯვებული 17 დეკემბერს, შოუში The Best-2020-ში გამოვლინდება. გასულ წელს საუკეთესო სამეული ასე გადანაწილდა – ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ვირჯილ ვან დეიკი.