შენგელიას 18 ქულა 18 წუთში

0
20

თორნიკე შენგელია ცსკა-ს მწვრთნელმა შაბათს დაასვენა – ნაკრებიდან დაბრუნებული ქართველი ფორვარდი მინსკში არ წაიყვანა. ვითიბი ლიგის მატჩი მოსკოველებმა შენგელიას გარეშეც იოლად მოიგეს.
ორ დღეში კი ცსკა-მ ამავე შეჯიბრებაში პოლონურ “ზელონა გორას” უმასპინძლა. ამჯერად თოკო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ეფექტურადაც გაისარჯა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი. შენგელიამ 8-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამ მაჩვენებლით ის ცსკა-ს ბომბარდირი გახდა. მატჩის სნაიპერობა კი “ზელონა გორას” მსროლელმა გაბრიელ ლუნგბერგმა იკისრა – 22 ქულა ჩააგდო. ეს სწორედ ის ლუნგბერგია, რომლის წინამძღოლობითაც დანიელებმა ევრობასკეტის შესარჩევზე ლიეტუვა დაამაცხეს. ცსკა-მ “ზელონა გორას” 105:73 სძლია.
თორნიკეს გუნდს ვითიბი ლიგაზე 9 მატჩიდან 7 მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას უკვე ევროლიგაზე გამართავს – 11 დეკემბერს რუსულ “ხიმკის” დაუპირისპირდება.