სამტრედია გადარჩა, ჩემპიონის ვინაობას ბოლო ტური გაარკვევს!

0
13

ტორპედო 1:2 დინამო ბათუმი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარა. ორივე გუნდს სამი ქულა სხვადასხვა მიზნისთვის სჭირდებოდა. მასპინძლები ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, თუმცა დღეს ვერმოგებული მატჩის შემდეგ ამ ამოცანის გადასაჭრელად პლეი აუტში იბრძოლებენ.
ბათუმის დინამომ დღევანდელ დაპირისპირებაში ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა. ვაგნერ გონსალვეშის გადაცემის შემდეგ ობოაბონამ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. სტუმრებმა უპირატესობა ორამდე 31-ე წუთზე გაზარდეს, როდესაც ქუთაისელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ. პირველი ტაიმის მიწურულს ტორპედომ გურამ ადამაძის მიერ გატანილი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ბათუმის დინამომ 3 ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის 35 ქულით მეორე ადგილზეა. 16 ქულა რჩება ქუთაისის ტორპედოს, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციაზე დამკვიდრდა.

დინამო თბილისი 1:0 სამტრედია
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თბილისის დინამომ სამტრედიასთან დაპირისპირებაში. დედაქალაქელებმა სამი ქულა თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ნოდარ ქავთარაძემ 41-ე წუთზე გაიტანა. მას შემდეგ, რაც ტორპედომ ბათუმის დინამოსთან წააგო, მიუხედავად თბილისის დინამოსთან მარცხისა სამტრედიამ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ვინაიდან მდევარს 3 ქულითა და და პირადი მაჩვენებლით უსწრებს.
ამ დროისთვის დედაქალაქურ კლუბს 37 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. უახლოეს კონკურენტ ბათუმის დინამოსთან ორი ქულაა განსხვავება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა. თბილისელებს ტიტულის დასაცავად უკვე ქულაც ჰყოფნით.