მესი 2020 წლის საუკეთესო თავდამსხმელია

0
18

პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. ESPN-მა ორი კატეგორია შექმნა: თავდამსხმელები და ცენტრფორვარდები. თავდამსხმელებში, ზოგადად, ის ფეხბურთელები შედიან, რომლებიც შემტევი ნახევარმცველის, გარემარბისა და ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციებს ასრულებენ.
10 საუკეთესო თავდამსხმელი:
1. ლიონელ მესი
2. კილიან მბაპე
3. კრიშტიანუ რონალდუ
4. ნეიმარი
5. მოჰამედ სალაჰი
6. პიერ ემერიკ ობამეიანგი
7. სონ ჰენ მინი
8. პაულო დიბალა
9. მარკუს რეშფორდი
10. იოსიპ ილიჩიჩი
10 საუკეთესო ცენტრფორვარდი:
1. რობერტ ლევანდოვსკი
2. ერლინ ჰალანდი
3. ქარიმ ბენზემა
4. ჰარი კეინი
5. რომელუ ლუკაკუ
6. სერხიო აგუერო
7. ჩირო იმობილე
8. ტიმო ვერნერი
9. რობერტო ფირმინო
10. პაულ ხიმენესი