“ბარსა” და “იუვე” ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას კატალონიაში გაარკვევენ

0
14

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-5 ტურში ლიდერებმა, “ბარსელონამ” და “იუვენტუსმა” მარტივი გამარჯვებები მოიპოვეს.
“იუვენტუსმა” კიევის “დინამოს” უმასპინძლა და 3-0 იმარჯვა. შეხვედრაში გოლები კიეზამ, რონალდუმ და მორატამ გაიტანეს.
ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა სტუმრად “ბარსელონამ” “ფერენცვაროში” – თავი გრიზმანმა, ბრაიტვაითმა და დემბელემ გამოიჩინეს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზური “იუვენტუსმა” (12 ქულა) და “ბარსელონამ” (15 ქულა) წინა ტურში გაიფორმეს. ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას კი კლუბები ბოლო ტურში კატალონიაში გაარკვევენ.