მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი

0
11

სეტონ ჰოლის ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილისგან მიმდინარე სეზონში ბევრს ელოდნენ და ჯერჯერობით, ის იმედებს სრულად ამართლებს.  სანდრომ მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა.
21 წლის ქართველი ფორვარდის კლუბმა სტუმრად როდ აილენდ რემსთან 63:76 წააგო, მამუკელაშვილი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ  სტუმრებს 25 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
სეტონ ჰოლს მიმდინარე სეზონში 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი კი 21.6 ქულა და 9 მოხსნაა.