მაკფადენი მეოთხე ტურის სიმბოლურშია

0
16

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 33 წლის ნატურალიზებილი უკანახაზელი თად მაკფადენი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მაკფადენმა შვეიცარიასთან მოგებულ (91:84) შეხვედრაში 24 ქულა, ორი მოხსნა, ექვსი პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
შეგახსენებთ, მესამე  ტურში ამგვარი პატივი საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინს ერგო.
საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მოგება აქვს და უახლოეს მდევარ სერბეთს ორი ქულით უსწრებს.|
ევრობასკეტ2022-ის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინში ჩატარდება.