ლაპორტა საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და მესის შენარჩუნებას აპირებს

0
23

ბარსელონას ახალი პრეზიდენტის ვინაობა 24 იანვარს გვეცოდინება. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
კანდიდატებს შორისაა ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც და ესპანური მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სწორედ ის არის ფავორიტი. კამპანიის შეფმა ლუის კარასკომ 58 წლის ფუნქციონერის კანდიდატურა გასულ პარასკევს დაადასტურა.
ლაპორტა იმედოვნებს, რომ კატალონელები არგენტინელი ვარსკვლავის ლეო მესის შენარჩუნებას შეძლებენ: ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ლეოს სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს, მაგრამ უწინაც ყოველთვის ჰქონდა. 2006 წელს „ინტერმა“ 250 მილიონი შემოგვთავაზა, მაშინ მესიმ მითხრა: მინდა მამასავით მირჩიოთ რა გავაკეთო და ვუთხარი, რომ უნდა დარჩენილიყო, რადგან აქ დიდებისთვის ითამაშებდა“.