მესიმ მარადონას ხსოვნას პატივი მიაგო

0
12

ლეო მესიმ  ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას პატივი სოციალური ქსელის შემდეგ საფეხბურთო მინდორზეც მიაგო.
“ოსასუნასთან” გატანილი გოლის შემდეგ ლეომ “ბარსელონას” მაისურა გაიხადა და დიეგოს “ნიუელს ოლდ ბოისის” მაისურა გამოაჩინა. გოლის აღნიშვნისას კი ხელები ცაში აღაპყრო და, რა თქმა უნდა, მეტოქის კარის აღება მარადონას მიუძღვნა.