გიორგი შერმადინი სიმბოლურ ხუთეულში

0
23

ფიბამ ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინიც მოხვდა.
ესპანური იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი ფინეთთან 91:85 მოგებულ მატჩში შეუჩერებელი იყო. შერმადინმა 34:23 წუთში 27 ქულა, 10 მოხსნა (ოთხი შეტევაში) და სამი პასი მიითვალა.
გიორგიმ ათიდან შვიდი ორქულიანი და 15-დან 13 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და მხოლოდ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა, რაც მესამე ტურში მეორე მაჩვენებელია.