დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი ექსპერტებმა დააგინეს

0
21

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. გაკვეთის შედეგად ექსერტებმა დაადგინეს, რომ მარადონას სიკვდილი ფილტვების შეშუპებამ გამოიწვია, რაც გულის უკმარისობით იყო განპირობებული. დიეგოს გულის პათოლოგია აღმოაჩნდა, რამაც გულის საკნის გადიდებას გამოიწვია. არგენტინელი საფეხბურთო ჯადოქრის გული ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი აღმოჩნდა და ფეხბურთელის ორგანო შესასწავლად შეინახეს.
მარადონას აგენტმა და მეგობარმა სტეფანო ჩეჩიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ლეგენდარულ არგენტინელზე ისაუბრა: “ბოლო თვეების განმავლობაში დიეგო ნამდვილად დაიღალა. ვხედავდი, რომ ადრინდელივით აღარ იყო. ორიოდე წლის წინ აქტიური იყო, ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ როჩიოს სიყვარულსაც კარგავდა (დიეგოს მეუღლე). სწორედ ამიტომ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც დანებდა”.