შენგელიას საუკეთესო მატჩი სეზონში

0
14

ევროლიგის მეთერთმეტე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ შინ დაძაბულ ბრძოლაში მადრიდის რეალი დაამარცხა – 74:73. ასპარეზობის ბოლო წამებზე მასპინძლები 70:71-ს აგებდა, მაგრამ მაიკ ჯეიმსმა პლუს ერთი ჩააგდო და გამარჯვება ცსკა-ს მოუტანა. ეს ცსკას მერვე გამარჯვებაა და ის ლიდერთა შორისაა.
თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ცსკა-ს მაისურით საუკეთესო მატჩი ითამაშა – მან 15 ქულა ჩააგდო. ეს შენგელიამ 27:31 წუთში მოახერხა. თორნიკეს ანგარიშზეა 7 მოხსნაც. ერთადერთი, რაც მას ნაკლებად გამოსდიოდა, სამქულიანებია – ხუთიდან ერთი ჩააგდო.
თორნიკე შენგელია: “ბურთს ხშირად ვკარგავდით და ბოლოსკენ საკუთარ ფარს ვაგებდით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და იმედი არ გადაგვიწურია. მატჩის მიწურულს მაიკმა სასწაული ბურთი ჩააგდო და მოვიგეთ. რეალი დაცვაში ძალიან ძლიერია. პირველად არ ვეთამაშებით, ასე რომ, ტაქტიკა წინასწარ გაწერილი გვქონდა”.