მარადონას ერთი ფოტოს ისტორია

0
24
ეს ფოტო 1979 წლის 22 მაისს ბერნშია გადაღებული. ფიფას დაარსებიდან 75 წლის საიუბილეოდ ერთმანეთს არგენტინის და ჰოლანდიის ნაკრებები შეხვდნენ. 18 წლის დიეგო მარადონას მეურვეობა იოჰან ნეესკენს დააკისრეს. თამაშის მერე ნეესკენსმა თქვა, საწყის ხუთ წუთში მივხვდი, მარადონას ბურთს რომ ვერ წავართმევდი და მიზნად მისთვის ფეხში ჩარტყმას ვისახავდი, მაგრამ ისე მარჯვედ მისხლტებოდა, მაგასაც ვერ ვასწრებდიო…
მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტებით არგენტინამ 8:7 მოიგო.