დიეგო მარადონა გარდაიცვალა…

0
48

დიეგო არმანდო მარადონა საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. არგენტინელი ლეგენდის სიცოცხლე 60 წლის ასაკში დასრულდა…


მარადონას გარდაცვალებამ საფეხბურთო და ზოგადად, სამყარო დაამწუხრა. ამ სამწუხარო ამბავს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, პელესგან, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ბრაზილიელმა ლეგენდამ დიეგოს გარდაცვალების შესახებ დაწერა: „ძალიან სამწუხარო ამბავია. მე დიდი მეგობარი, სამყარომ კი ლეგენდა დაკარგა. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა ღმერთმა გამძლეობა მისცეს მისი ოჯახის წევრებს. იმედი მაქვს, ზეცაში ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ“, – განაცხადა პელემ.