საქართველო ფიბა-ევროპის რეიტინგში მეთორმეტე ადგილამდე დაწინაურდა

0
19

ევრობასკეტ2022-ის მეორე საკვალიფიკაციო ფანჯრის სტარტამდე ფიბამ ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საგრძნობი პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, რომელმაც კვალიფიკაციის სტარტზე შვეიცარიას, სერბეთს აჯობა და კლასიფიკაციაში ექვსი პოზიციით დაწინაურდა. ილიას ზუროსის შეგირდები რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფებიან და 20 ევროპულ გუნდს უსწრებენ, მათ შორის, ევროპის მოქმედ ჩემპიონ სლოვენიას, რუსეთს, პოლონეთს, ფინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ლატვიას…
კლასიფიკაციის საუკეთესო ოცეულს ასეთი სახე აქვს:
1. საბერძნეთი
2. საფრანგეთი
3. ესპანეთი
4. ლიეტუვა
5. იტალია
6. სერბეთი
7. გერმანია
8. ჩეხეთი
9. ბელგია
10. ხორვატია
11. ისრაელი
12. საქართველო
13. რუსეთი
14. სლოვენია
15. პოლონეთი
16. უნგრეთი
17. ფინეთი
18. თურქეთი
19. ესტონეთი
20. მონტენეგრო