ქეცბაია ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

0
16

კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად თემურ ქეცბაია დასახელდა. Winmasters-ის ვერსიით, რომლის გამოკითხვაში კვიპროსის მთავარი დივიზიონის 14 მწვრთნელი მონაწილეობს, თემურმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ქეცბაიას კვიპროსის ჩემპიონატის 13 მწვრთნელიდან 12-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე იანის პეტრაკისი გავიდა 22 ქულით, ხოლო მეორე პოზიციაზე დუშან კერკეზი აღმოჩნდა (20 ქულა).
ოქტომბერში ანორთოსისმა 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე მოიგო – ოლიმპიაკოსთან, ნეა სალამინასთან, აპოელ-სა და ეთნიკოსთან.
შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ 11 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში 23 ქულით პირველ-მეორე ადგილს ლიმასოლის „აპოლონთან“ იყოფს.