კვარაცხელია საუკეთესოა, ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი – სიმბოლურში

0
22

ავტორიტეტულმა ვებგვერდმა WhoScored.com-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელად დააახელა. ხვიჩას საშუალო-სამატჩო შეფასებაა – 7.9, რაც ჯგუფის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგია.
ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის სიმბოლურ გუნდში კვარაცხელიას გარდა საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა – ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი.