საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება

0
13

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის სეზონის ფინალურ შეხვედრას გორი უმასპინძლებს.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს “სამგურალი” და “გაგრა” დაუპირისპირდებიან.
​2020 წლის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა 25 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება.