სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს

0
34
France football-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად გულშემატკივრებმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მცველი დაასახელეს.

მხარდამჭერთა უმრავლესობის, 64 პროცენტით, საუკეთესო მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 34 წლის ფეხბურთელს კარიერაში 126 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამისა, “ბლანკოსის” კაპიტანი მცველთა შორის, ამ ასპექტში, პირველ ადგილას არ იმყოფება.
უკანახაზელებში ყველაზე მეტჯერ მეტოქის კარი რონალდ კუმანს აქვს აღებული (253-ჯერ). ნიდერლანდელი ამჟამად “ბარსელონას” მწვრთნელია.