შერმადინი ისევ საუკეთესოა

0
16

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა”. კუნძულელებმა გასვლაზე “მანრესა” დაამარცხეს – 88:80. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, რომელიც ოქტომბრის თვის MVP-ის ტიტულის მფლობელია.
შერმადინმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მოედანზე გატარებულ 27:27 წუთში ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი პასი მიითვალა. შერმადინი 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 3-ჯერ დაკარგა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ და ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
8 მოგებითა და ერთი მარცხით “ტენერიფე” ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ 10-დან 10 მოგების მქონე “რეალს” ჩამორჩება. ესპანური ლიგის მორიგ მატჩს ტენერიფელები 22 ნოემბერს, “ვალენსიასთან” სტუმრად ჩაატარებენ.