მაკედონია ოპტიმალური შემადგენლობით გვეწვევა

0
32

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მაკედონელთა თავკაცის განკარგულებაში პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობაა. ნაკრებშია ნაპოლის ნახევარმცველი ელიფ ელმასიც, რომელიც ოქტომბერში კორონავირუსის გამო გუნდს ვერ დაეხმარა.

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი, კვიპროსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი (სილეკსი);
მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეგზონ ბეიტალუაი (შკენდია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), შტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), ეზგიან ალიოსკი (ლიდს იუნაიტედი, ინგლისი);
ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), არიან ადემი (დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), შტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკი, სლოვაკეთი);
თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი, საფრანგეთი).

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე დაიწყება. თამაში უმაყურებლოდ გაიმართება, გამარჯვებული ნაკრები კი პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.