“რეალმა” “ინტერს” აჯობა

0
9

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ინტერს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ,,სამეფო გუნდი” პირველ ნახევარში უპირატესობას ფლობდა, რასაც შედეგი 25-ე წუთზე მოჰყვა – თავი ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა. 33-ე წუთზე სერხიო რამოსმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ,,ინტერმა” ერთი გოლის გაქვითვა მალევე შეძლო – ლაუტარო მარტინესმა ბარელას გადაცემით ისარგებლა.
მეორე ტაიმში ,,ინტერმა” რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. 68-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის პასის შემდეგ პერიშიჩმა წონასწორობა აღადგინა. ქამბექის მიუხედავად, ,,ნერაძურიმ” ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა. მე-80 წუთზე შეცვლაზეშემოსული ფეხბურთელების აქტიურობას გოლი მოჰყვა – ვინისიუსის ზუსტი პასი როდრიგომ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
3 ტურის შემდეგ B ჯგუფში 5 ქულით ,,გლადბახი” ლიდერობს, მეორე ადგილს 4 ქულით ,,შახტარი” იკავებს, ,,რეალი” ასევე 4 ქულით ქულით მესამეა, ,,ინტერს” კი 2 ქულა აქვს და ბოლოადგილოსანია.