საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა სლოვაკეთის წინააღმდეგ

0
15

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კერესელიძე (გაგრა), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო);
მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), თორნიკე ძოწენიძე (თელავი), ილია ბერიაშვილი (თელავი), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო), გიორგი ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი);
ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო) გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის  მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენ გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება.