რაიან გიგზი დააპატიმრეს

0
16

”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი და უელსის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, რაიან გიგზი, დააპატიმრეს. აღნიშნულის შესახებ BBC.com იუწყება.
როგორც ცნობილია, დაკავების მიზეზი მეგობარ ქალზე ძალადობა გახდა. შემთხვევა 1-ელ ნოემბერს მოხდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ქეით გრეივილმა პოლიციაში დარეკა. გიგზი განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში, გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
რაიან გიგზმა ”მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით 928 მატჩი ჩაატარა და 161 გოლი გაიტანა. 2018 წლიდან ის უელსის მთავარი ნაკრების მწვრთნელის პოსტს იკავებს.