“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატს პეპ გვარდიოლას დაბრუნება სურს

0
12
 “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი ასახელებს ადამიანებს, ვისაც გამარჯვების შემთხვევაში კატალონურ გრანდში დააბრუნებს.

“პეპ გვარდიოლას, ჩავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტასა და კარლეს პუიოლის მსგავსი ადამიანები დღეს “ბარსაში” უნდა მუშაობდნენ.
ზემოხსენებული საკითხის განხორციელების შემდეგ, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძალიან კონკურნტუნარიანი პროექტის მიღება შეგვიძლია – ეს მესის აუცილებლად სჭირდება. ლეო უნდა გრძნობდეს, რომ მნიშვნელოვანი გეგმის ნაწილია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისაკენ ისწრაფვის.
როცა საქმე “ბარსელონას” იმ ლეგენდებს ეხება, რომლებსაც ეს კლუბი ძალიან უყვართ, ამას “ლურჯ-ბროწულისფერთა” ნებისმიერი ბორდი უნდა აცნობიერებდეს, რადგან ჩვენ საქმე უნიკალურ მოვლენასთან გაქვს. მაგ., ეს შემთხვევა არ ჰგავს “მანჩესტერ იუნაიტედის” სიტუაციას, რომელიც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, თუმცა მათ ის აკლიათ, რაც ჩვენს გვაქვს – კლუბის მიმართ უზომო სიყვარული“.
შეგახსენებთ, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის შემდეგ, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში ჩატარდება.