რონალდ კუმანი: ,,მარადონა თავისი დროის უძლიერესი ფეხბურთელია, ახლა საუკეთესო მესია”

0
25

კატალონიის ,,ბარსელონას” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დიეგო არმანდო მარადონაზე ისაუბრა, რომელსაც 60 წელი შეუსრულდა:
,,მარადონა მისი პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელია. სადღეისოდ კი ჩემთვის საუკეთესო მესია.
იმდროინდელი ფეხბურთისა და თანამედროვე ფეხბურთის შედარება არ შეიძლება. ახლა აქცენტი ფიზიკურ მონაცემებზე კეთდება. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა”, – კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.