რონალდ კუმანი: “სეზონის საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ”

0
12
კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი რონალდ კუმანი “იუვენტუსის” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა.

“სეზონის საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ – ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდით და მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს. კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რაც გუნდმა აჩვენა და რაც მთავარია, დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ. განვითარებას აუცილებლად გავაგრძელებთ”, – განაცხადა კუმანმა.