ვაისი კვარაცხელიაზე: “ხვიჩა დორტმუნდში სათამაშოდ ასი პროცენტით მზადაა”

0
5

Championat.com ახალ დეტალებს ამხელს 19 წლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის ბორუსიაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ და ამ ამბის თაობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმის ვაისის კომენტარსაც ავრცელებს.

“რუბინში დაგვიდასტურეს, რომ გერმანული კლუბი ხვიჩათი სერიოზულადაა დაინტერესებული, მაგრამ, “კლუბში ოფიციალური დოკუმენტები ჯერ არ მოსულა”. “ზაფხულში კვარაცხელიას გადაბირება რუსული პრემიერლიგის ყველა გრანდს სურდა: დაწყებული ზენიტით და სპარტაკით დამთავრებული, თუმცა, რუბინში მისი რომელიმე რუსულ კლუბში გაშვება არ სურთ. ხვიჩას ყაზანში ყველაფერი კარგად აქვს და არც ლეონიდ სლუცკისთან გააჩნია პრობლემები. დიახ, იქ დორტმუნდის სურვილის შესახებ იციან და რუბინთან შესაბამისი კონტაქტებიც იყო”, – ამბობს რუბინში ჩვენი წყარო.

ქართველი ტალანტისადმი ინტერესი ევროპაშიც მატულობს

კვარაცხელიას უმაღლესი დონის კლუბში თამაში უკვე ახლავე რომ შეუძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც საუბრობს: “კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუკი ბორუსიაში ტრანსფერი შედგა, ეს შესანიშნავი იქნება. მისთვისაც მაგარი ამბავი იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა იქ სათამაშოდ 100%-ით მზადაა. საქართველოში ასეთი ფეხბურთელები უკვე ბევრნი იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ის თავის კარიერას როგორ განაგრძობს. როგორ ზეგავლენას მოახდენენ მასზე აგენტები და მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებით არის. ახლა, ის საუკეთესო რუსი მწვრთნელისა და ჩემი კარგი მეგობრის – ლეონიდ სლუცკის მეთვალყურეობის ქვეშ გახლავთ. კვარაცხელია კარგ ხელსა და კლუბშია. მას საოცარი ტალანტი აქვს. დიახ, მას ბურთის დაჭერა უყვარს, ტაქტიკურად ბევრი უნდა ისწავლოს და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც გაითავისოს, თუმცა, განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია. მას ღმერთის წყალობით იმის უნარი აქვს, რომ თამაშების ბედი მარტომ გადაწყვიტოს”.