„შახტარის“ მწვრთნელი: “ხოჭოლავამ ფანტასტიკურად ითამაშა“

0
6

დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის ლუიშ კაშტრუს თქმით, დავით ხოჭოლავამ მილანის „ინტერთან“ ფანტასტიკურად ითამაშა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში შინ მილანელებთან უგოლოდ დასრულებული თამაშის მერე განაცხადა, რომელშიც ხოჭოლავამ მოედანზე საწყისი 62 წუთი დაჰყო.

ქართველმა კუნთის ტრავმა მიიღო და ამიტომ შეცვალეს.

„ინტერი“ მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ფანტასტიკური შეტევით. მასთან თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.

ხოჭოლავამ და ბონდარმა ფანტასტიკურად ითამაშა. მათ მიცემული დავალება შეასრულეს და დაცვის ხაზი მაღალ დონეზე მოქმედებდა.

დღეს ისინი უფრო მეტჯერ შეცდნენ, ვიდრე „რეალთან“ მატჩში, მაგრამ ეს „ინტერმა“ გვაიძულა. თუმცა, ისეთი ფორვარდების წინააღმდეგ როგორიც ლუკაკუ და მარტინესი არიან, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

ჩვენს მიერ „ინტერთან“ ჩატარებლი ბოლო ორი შეხვედრის შედეგი განსხვავებული იყო, მაგრამ მთავარი ასპექტი დაცვაში თამაში გახლდათ.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჩატარებულ მატჩში თავს არცთუ კარგად ვიცავდით. ამიტომ, მაშინ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით. თუმცა, ჩვენ თავი უნდა აგვეწია და წინსვლა გაგვეგრძელებინა. ახლა გუნდი გაცილებით კარგად თამაშობს და იმედია, ამ გზას გავაგრძელებთ“- განაცხადა კაშტრუმ.