პერესის ულტიმატუმი ზიდანს

0
22

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ფრანგი მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მუშაობით უკმაყოფილოა.
l’Equipe-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზიდანს შეხვდა და განუცხადა, რომ მომდევნო ორი შეხვედრა მის მომავალს გადაწყვეტს.
იმ შემთხვევაში, თუ “რეალი” შაბათს “ბარსელონას” და ოთხშაბათს მიონხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწევს, ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.