ხოჭოლავამ მადრიდში მოიგო, “ბაიერნმა” “ატლეტიკო” გაანადგურა…

0
24

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში პირველი სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის „რეალმა“ ვალდებებასის ბაზაზე, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
უკრაინულმა გუნდმა პირველი ტაიმი ფანტასტიკურად ჩაატარა და „სამეფო კლუბს“ სამი უპასუხო გოლიც გაუტანა. ანგარიში ტეტემ გახსნა, რასაც 4 წუთში რაფაელ ვარანის ავტოგოლიც მოჰყვა. „შახტარი“ ამაზე არ გაჩერებულა და „რეალის“ დაცვაში არსებული პრობლემებით მშვენივრად სარგებლობდა. შედეგად, ტაიმის მიწურულს სოლომონმა ანგარიშის სხვაობა სამბურთიანი გახადა.
მეორე ტაიმში „რეალი“ გამოფხიზლდა და და საწყის 15 წუთში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ჯერ იყო ლუკა მოდრიჩის შორეული გასროლა და ულამაზესი გოლი, მერე ვინისიუსის ჟუნიორმა ბურთი მარლოსს მოპარა და შეტევა გოლით დაასრულა. ნიშანდობლივია, რომ ვინისიუსი მოედანზე სულ რაღაც 15 წამის შუსული იყო, როდესაც გოლი გაიტანა.
თამაშის დასრულებამდე 30 წუთი რჩებოდა, მაგრამ „შახტარმა“ თავი კარგად დაიცვა და ზინედინ ზიდანის გუნდს გათანაბრების შანსი აღარ მისცა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მადრიდელებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ ვინისიუსი თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. შედეგად, დონეცკელებმა 3:2 იმარჯვეს. უნდა ვთქვათ, რომ „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თავისი კლუბის მართლაც, რომ ისტორიულ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველ ტურში, გასული წლის ჩემპიონმა, “ბაიერნმა” “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა 28-ე წუთზე გახსნეს – თავი კომანმა გამოიჩინა. 41-ე წუთზე სტუმართა კარი გორეცკამ აიღო და “ბაიერნი” შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმში გერმანელებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. 66-ე წუთზე გოლი ტოლისომ მიითვალა, ხოლო ზუსტად 6 წუთში კომანმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მილანის “ინტერმა” შინ მიონხენგლადბახის “ბორუსია” მიიღო და ფრეს დასჯერდა.
შეხვედრის პირველი ტაიმის უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ანგარიში კი მეორე ტიამის დებიუტში ლუკაკუმ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 63-ე წუთზე პენალტი ბენსებაინმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 84-ე წუთზე ჰოფმანის გოლი “გლადბახი” წინ გავიდა. შეხვედრის 90-ე წუთზე, ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.